შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციასა და თურქეთის რესპუბლიკის სანაპირო დაცვის სარდლობას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სადარაჯო ხომალდი „სოხუმი" საპორტო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სამსუნსში იმყოფებოდა.
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ცნობით, თურქეთის სანაპირო დაცვის გემი TCSG-97 ასევე იმყოფებოდა ფოთის პორტში იმავე თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში. ვიზიტების დროს, ორივე ქვეყნის სანაპირო დაცვის გემებმა შავ ზღვაში ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩაატარეს.
„საქართველოს სანაპირო დაცვის და თურქეთის სანაპირო დაცვის ხომალდების მონაწილეობით, საქართველოსა და თურქეთში, ერთობლივი საზღვაო პრაქტიკული წვრთნები ჩატარდა. ვიზიტის ფარგლებში ხომალდების ეკიპაჟებმა პროგრამით გათვალისწინებულ სხვადასხვა სპორტულ და კულტურულ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.
წვრთნების მიზანი საზღვაო უსაფრთხოების ზომების გაძლიერება და ოპერატიული გამოცდილების გაცვლის ხელშეწყობა იყო.
ვიზიტების მიზანს, ორი ქვეყნის სანაპირო დაცვის დანაყოფებს შორის საზღვაო უსაფრთხოების სფეროში გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.