თოყაევი: ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ნავთობის ტრანზიტის მოცულობის მნიშვნელოვნად გაზრდას გეგმავს

ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენის მეშვეობით ნავთობის ტრანზიტის მოცულობის მნიშვნელოვნად გაზრდას გეგმავს. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


„განხილვის მნიშვნელოვანი თემა იყო ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობა, სადაც ორივე ქვეყანას დიდი პოტენციალი აქვს. სიამოვნებით აღვნიშნავ ჩვენს ერთობლივ მუშაობას ყაზახური ნავთობის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მარშრუტით ტრანსპორტირებაზე.


გასულ წელს ამ სტრატეგიული რესურსის აზერბაიჯანის გავლით ტრანზიტმა თითქმის 1,5 მილიონი ტონა შეადგინა. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ამ მოცულობის მნიშვნელოვნად გაზრდას,“ - განაცხადა თოყაევმა.


მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ღრმაწყლოვანი ელექტროკაბელის გაყვანის პროექტი, სავარაუდოდ, ახალ იმპულსს მისცემს ეროვნული ენერგეტიკული სისტემების განვითარებას და გააძლიერებს ქვეყნების პოზიციებს „მწვანე“ ენერგიის ექსპორტში: „მნიშვნელოვანი სამუშაო ასევე მიმდინარეობს ყაზახური ურანის პროდუქტების აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით უცხოური ბაზრებისთვის მიწოდების ფარგლებში.