Vodafone Ukraine [NEQSOL Holding-ის ნაწილი] და Vodafone Group-ი შავ ზღვაში ახალი მაღალი სიმძლავრის წყალქვეშა საკაბელო სისტემის მშენებლობას მალე დაიწყებენ - პროექტი ევროპასა და აზიას შორის ულტრათანამედროვე ციფრულ დერეფანს შექმნის.
Kardesa-ს წყალქვეშა საკაბელო სისტემაში ბულგარეთი, თურქეთი, საქართველო და უკრაინა ჩაერთვებიან, რაც ციფრული მარშრუტების მრავალფეროვნებას გაზრდის.
პროექტი ინტერნეტის საიმედოობას, მდგრადობას და სიჩქარეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, რაც ახალი ინვესტიციების მოზიდვასა და ადგილობრივი ციფრული ეკონომიკის ზრდის დაჩქარებას შეუწყობს ხელს.
ბულგარეთში პროექტის ამუშავება 2027 წლისთვის იგეგმება, რასაც მიჰყვებიან თურქეთი, საქართველო და უკრაინა.
პროექტს გლობალური ლიდერი Xtera განახორციელებს, რომლის საერთო ინვესტიცია 100 მილიონ ევროს აჭარბებს.