Kardesa-ს წყალქვეშა საკაბელო სისტემაში ბულგარეთი, თურქეთი, საქართველო და უკრაინა ჩაერთვებიან - მედია

Vodafone Ukraine, რომელიც NEQSOL Holding-ის ნაწილია, და „ვოდაფონ ჯგუფი“ შავ ზღვაში ახალი, მაღალი სიმძლავრის წყალქვეშა საკაბელო სისტემის მშენებლობას მალე დაიწყებენ - პროექტი ევროპასა და აზიას შორის ულტრათანამედროვე ციფრულ კორიდორს შექმნის.


Kardesa-ს წყალქვეშა საკაბელო სისტემაში ჩაერთვებიან ბულგარეთი, თურქეთი, საქართველო და უკრაინა, რაც გაზრდის ციფრული მარშრუტების მრავალფეროვნებას შავი ზღვის რეგიონში.

პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ინტერნეტის საიმედოობას, მდგრადობას და სიჩქარეს, რაც ხელს შეუწყობს ახალი ინვესტიციების მოზიდვას და ადგილობრივი ციფრული ეკონომიკის ზრდის დაჩქარებას.


ბულგარეთში პროექტის ამუშავება 2027 წლისთვის იგეგმება, რასაც მიჰყვებიან თურქეთი, საქართველო და უკრაინა.

პროექტს Xtera, მაღალი სიმძლავრის წყალქვეშა გადაწყვეტილებების გლობალური ლიდერი განახორციელებს, რომლის საერთო ინვესტიცია 100 მილიონ ევროს აჭარბებს.