თურქეთმა Eurofighter-ის თვითმფრინავების შესყიდვაზე, დიდ ბრიტანეთთან შეთანხმებას მოაწერა ხელი

თურქეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ Eurofighter Typhoon-ის ტიპის გამანადგურებლების მიწოდებაზე შეთანხმებას ხელი მოაწერეს. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარაში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


ერდოღანმა განაცხადა, რომ შეთანხმებას ხელი 27 ოქტომბერს ანკარაში თურქეთისა და ბრიტანეთის დელეგაციებს შორის შეხვედრის დროს მოეწერა. 

მან შეთანხმებას თურქეთ-დიდი ბრიტანეთის სტრატეგიული ურთიერთობების „ახალი ნიშანი“ უწოდა, რომელიც ერთობლივი თავდაცვის პროექტების განვითარებას გაუხსნის გზას.


თურქეთი გაერთიანებული სამეფოსგან 10.7 მილიარდი დოლარის ღირებულების, Eurofighter Typhoon-ის ტიპის 20 გამანადგურებელს შეიძენს.