ესტონურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, NATO-ს მოკავშირე ძალებმა ესტონეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე „Reedo“-ს სამხედრო ბანაკის თავზე უცნობი წარმოშობის დრონი ჩამოაგდეს.
ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის (ERR) ცნობით, შემთხვევა 17 ოქტომბერს მოხდა, როცა ორი უპილოტო საფრენი აპარატი დაფიქსირდა აშშ-ის სამხედროების საცხოვრებელ ბანაკთან ახლოს.
„მოკავშირეებმა დრონები დააფიქსირეს ბრიგადის კამპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, 17 ოქტომბერს, 16:30 საათზე, რომელთაგან ერთ-ერთი ჩამოაგდეს,“ — განუცხადა ესტონეთის თავდაცვის ძალების შტაბის სპიკერმა ლის ვაქსმანმა Postimees-ს.
ერთ-ერთი დრონის ჩამოგდების შემდეგ, მისი ნამსხვრევების პოვნა ვერ მოხერხდა. ესტონეთის თავდაცვის ძალების განცხადებით, ისინი მსგავს უსაფრთხოების ინციდენტებზე დეტალურ კომენტარს არ აკეთებენ.
დრონების წარმომავლობა ამ დროისთვის უცნობია.