გერმანია თურქეთს ევროკავშირის ახლო პარტნიორად მიიჩნევს.
გერმანიის კანცლერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ქვეყნის მხარდაჭერა თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების დიდი ხნის შეფერხებული მცდელობის მიმართ და ხაზი გაუსვა დემოკრატიული სტანდარტების წინსვლის მნიშვნელობას.
„პირადად მე და გერმანიის მთავრობა თურქეთს ევროკავშირის ახლო პარტნიორად მივიჩნევთ. ჩვენ გვსურს, გავაგრძელოთ ევროპისკენ გზის გასწორება,“ - განაცხადა მერცმა ანკარაში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
თურქული მედიის ცნობით, კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ბერლინს სურს, ანკარა ევროკავშირში იხილოს. მან ხაზი გაუსვა თურქეთის როლი საგარეო პოლიტიკაში.
„თურქეთი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა ყველა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხში, რომელიც გვაღელვებს,“ - განაცხადა მერცმა, რომელიც თურქეთს კანცლერის რანგში პირველად ეწვია.
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად დედაქალაქ ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე მან პირობა დადო, რომ გერმანია უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში თურქეთთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებს.