აშშ-მა და ინდოეთმა თავდაცვის 10-წლიან ჩარჩოხელშეკრულებას ხელი მოაწერეს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა.
ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს პიტ ჰეგსეტმა და ინდოეთის თავდაცვის მინისტრმა, რაჯნატ სინგჰმა.
„ეს ხელს უწყობს თავდაცვის სფეროში ჩვენი პარტნიორობის წინსვლას, რაც რეგიონული სტაბილურობისა და შეკავების ქვაკუთხედია. ჩვენ ვაძლიერებთ კოორდინაციას, ინფორმაციის გაზიარებასა და ტექნოლოგიურ თანამშრომლობას. ჩვენი თავდაცვის კავშირები არასდროს ყოფილა ასეთი ძლიერი,“ – წერს ჰეგსეტი.
შეთანხმება მოჰყვა თვეების განმავლობაში დაძაბულ ურთიერთობებს მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა ინდოეთის ექსპორტზე ტარიფები დააწესა. ორივე მხარემ მას შემდეგ ნდობის აღდგენაზე იმუშავა.