გერმანიამ უკრაინას Patriot-ის სისტემები გადასცა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ბერლინმა კიევს Patriot-ის დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები მიაწოდა.

უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება ომის დასრულებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.


„რუსეთის საჰაერო დარტყმები არის პუტინის მთავარი ფსონი ამ ომში - ტერორის გზით ის ცდილობს თავისი გიჟური მიზნების მიღწევაში საკუთარი უუნარობის კომპენსაციას. შესაბამისად, ჩვენი ანტისაჰაერო თავდაცვის გაძლიერებისკენ გადადგმული ყოველი ნაბიჯი პირდაპირ გვაახლოებს ომის დასრულებასთან, რომელსაც ველოდებით. რაც ნაკლებს მიაღწევს რუსეთი, მით უფრო დიდი იქნება მისი მოტივაცია დაასრულოს ეს ომი.


მადლობას ვუხდი გერმანიას და პირადად კანცლერ ფრიდრიხ მერცს მისი ამ ერთობლივი ნაბიჯისთვის რუსეთის ტერორისგან ადამიანების სიცოცხლის დასაცავად. გარკვეული ხნის განმავლობაში ვამზადებდით ჩვენი ანტისაჰაერო თავდაცვის გაძლიერებას და ახლა მიღწეული შეთანხმებები სრულდება. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ ძალისხმევაში წვლილი შეიტანა!" ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.