პრეზიდენტის განკარგულებით, უზბეკეთი 2026 წლის პირველი იანვრიდან გააუქმებს ვიზების მოთხოვნას შეერთებული შტატების მოქალაქეებისთვის. ეს ღონისძიება აშშ-ის მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, უზბეკეთში უვიზოდ 30 დღემდე დარჩნენ.
ამჟამად, აშშ-ის მოქალაქეების უმრავლესობას უზბეკეთში ტურისტული ან საქმიანი მიზნით შესასვლელად ვიზა სჭირდება, თუმცა რსებობს გამონაკლისი: 55 წლის და უფროსი ასაკის აშშ-ის მოქალაქეები უკვე სარგებლობენ 30-დღიანი უვიზო რეჟიმით, ხოლო 16 წლამდელებს შეუძლიათ უზბეკეთში უვიზოდ ყოფნა ტურისტული მიზნით არაუმეტეს 90 დღის ვადით, იმ პირობით, რომ ისინი წარმოადგენენ მოქმედ პასპორტს ან ბიომეტრიულ სამგზავრო დოკუმენტს და ასევე, მათ თან უნდა ახლდეთ მათი კანონიერი მეურვეები.