თურქეთმა სომხეთთან სახმელეთო საზღვარი შესაძლოა, ექვს თვეში გახსნას - Bloomberg

Bloomberg-ის ცნობით, თურქეთი სომხეთთან სახმელეთო საზღვრის მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში გახსნას განიხილავს. სააგენტო საკითხზე ინფორმცირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ცივი ომის ეპოქის ევროპაში უკანასკნელი დახურული საზღვარი გაიხსნება, რითაც კავკასიაში ვაჭრობის განახლება შესაძლებელი გახდება.


თურქეთმა სომხეთთან საზღვარი 1993 წელს დახურა აზერბაიჯანის სოლიდარობის ნიშნად.

სამხრეთ კავკასიის ეს ზღვაზე გასასვლელი არმქონე მთიანი რეგიონი აზერბაიჯანს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მალევე გამოეყო, რამაც ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტი გამოიწვია. წელს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ერთობლივ სამშვიდობო დეკლარაციას სომხეთისა და მეზობელი აზერბაიჯანის ლიდერებთან, კონფლიქტის დასრულების მიზნით.


თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა გასულ თვეში განაცხადა, რომ თურქეთი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების გარეშე ურთიერთობებს არ აღადგენს.

„თუ ახლავე მოვაწესრიგებთ ურთიერთობებს, სომხეთს სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის უმთავრეს მიზეზს წავართმევთ,“ - განმარტა ფიდანმა.

სომხეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა Bloomberg-ის ინფორმაციაზე ამჯერად კომენტარის თხოვნას არ უპასუხეს.