ტრამპმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს მადლობის წერილი გაუგზავნა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს წერილი გაუგზავნა, რომელშიც მას და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს მადლობა გადაუხადა ნობელის მშვიდობის პრემიაზე მისი წარდგენისთვის.


„მე ღრმად ვაფასებ თქვენს კეთილგანწყობას, რომელიც გვაძლევს შთაგონებას, გავაგრძელოთ ჩვენი მნიშვნელოვანი მისია,“ - წერს ტრამპი.


„როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტი, მე კვლავ ერთგული ვარ მთელ მსოფლიოში კონფლიქტების დასრულებისა და ყველა ადამიანისთვის მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის. თქვენი მიმდინარე პარტნიორობით ჩვენ შეუძლებელს მივაღწევთ. კიდევ ერთხელ გმადლობთ თქვენი მუდმივი მხარდაჭერისთვის,“ - აღნიშნავს აშშ-ის ლიდერი.