ტოკიოს განცხადებით, ოთხშაბათს, აშშ-ის ბირთვული ქობინით აღჭურვილი ბომბდამშენები იაპონიის ზღვაზე იაპონურ გამანადგურებლებთან ერთად გადაფრინდნენ, რაც ჩინეთისა და რუსეთის მიერ იაპონიისა და სამხრეთ კორეის გარშემო ჩატარებული წვრთნების შემდეგ, ძალის დემონსტრირებას ნიშნავდა.
იაპონიამ და აშშ-მ „კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი მტკიცე გადაწყვეტილება, თავიდან აიცილონ სტატუს კვოს ძალის გამოყენებით შეცვლის ნებისმიერი ცალმხრივი მცდელობა და დაადასტურეს როგორც თავდაცვის ძალების (SDF), ასევე, აშშ-ის ძალების მზადყოფნა,“ - ნათქვამია იაპონიის თავდაცვის სამინისტროს ხუთშაბათს გავრცელებულ განცხადებაში.