გერმანიის კანცლერმა „Pax Americana“ დასრულებულად გამოაცხადა. ფრიდრიხ მერცი ევროპიდან აშშ-ის სამუდამოდ გასვლის შესახებ გაფრთხილებით გამოვიდა.
ამის შესახებ მან მიუნხენში, პარტია ქრისტიანულ-სოციალური კავშირის კონფერენციაზე განაცხადა.
„Pax Americana-ს ათწლეულები ჩვენთვის, ევროპაში, და ასევე ჩვენთვის, გერმანიაში, დიდწილად დასრულებულია. ის აღარ არსებობს იმ ფორმით, რომელიც ვიცოდით და ნოსტალგია ვერ დაგვეხმარება. უკანასკნელი ვარ, ვინც ამ ნოსტალგიით სიამოვნებაზე უარს იტყოდა, მაგრამ ის უსარგებლოა.
ეს ასეა. ამერიკელები საკუთარ ინტერესებზე ახლა ძალიან, ძალიან მტკიცედ ზრუნავენ და ეს მხოლოდ ერთ რამეს შეიძლება, ნიშნავდეს, რომ ჩვენც ახლა ჩვენს ინტერესებზე უნდა ვზრუნავდეთ და ძვირფასო მეგობრებო, ამ მხრივ ჩვენ არც ისე სუსტები ვართ, არც ისე პატარები ვართ," - განაცხადა მერცმა.
-
Pax Americana („ამერიკული მშვიდობა“) – ტერმინი, რომელიც აღებულია ლათინური „Pax Romana“ (რომაული მშვიდობა) და „Pax Britannica“ (ბრიტანული მშვიდობა) მოდელებიდან. ის აღნიშნავს პერიოდს მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ (1945 წლიდან), როდესაც აშშ გახდა წამყვანი ეკონომიკური, სამხედრო და კულტურული ძალა, რომელიც მსოფლიო წესრიგის უზრუნველყოფაში ცენტრალურ როლს ითამაშებდა.
მიუხედავად იმისა, რომ დიდწილად თანხმობასა და თანამშრომლობაზეა დაფუძნებული, Pax Americana-ს განმსაზღვრელი მახასიათებელია უნიპოლარობა – მსოფლიო ძალაუფლება ერთ ცენტრზე.