თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ შავი ზღვის თავზე თურქეთის საჰაერო სივრცესთან მიახლოებისას, უმართავი დრონი ჩამოაგდეს.
უწყების ცნობით, შავი ზღვის თავზე თურქეთის საჰაერო სივრცესთან მიახლოებული საჰაერო ობიექტი დადგენილი პროცედურების შესაბამისად აღმოაჩინეს.
„ნეგატიური შედეგების თავიდან აცილების მიზნით, დრონი დასახლებულ პუნქტებს მიღმა, უსაფრთხო ადგილას ჩამოაგდეს,“ - აღნიშნულია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
„საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჩვენი და NATO-ს F-16-ის ტიპის გამანადგურებლები აფრინდნენ,“ - აცხადებს თურქეთის თავდაცვის სამინისტრო.
სამინისტროს ცნობით, დრონი თურქეთის საჰაერო სივრცეს უახლოვდებოდა და ის რუტინული პროცედურების ფარგლებში აღმოაჩინეს.