აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრანის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში მასპინძლობს. ლიდერები აშშ-ს შუამავლობით შემუშავებული 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის განახლებულ ვერსიას განიხილავენ, რომელსაც მოსკოვი ჯერჯერობით არ უჭერს მხარს. შეხვედრამდე ტრამპმა ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს - მისი თქმით, პუტინი სერიოზულად არის განწყობილი მშვიდობის მიმართ.
პუტინის თანაშემწე იური უშაკოვიც ახსენებს სატელეფონო ზარს და ამბობს, რომ ორივე პრეზიდენტი თვლის, რომ ევროკავშირისა და უკრაინის მიერ შემოთავაზებული დროებითი ცეცხლის შეწყვეტა კონფლიქტს გაახანგრძლივებს - ტრამპმა ეს არ დაადასტურა.
„მჯერა, რომ ჩვენ გვაქვს შეთანხმების საფუძველი, რომელიც კარგია უკრაინისთვის, ყველასთვის. არაფერია უფრო მნიშვნელოვანი,“- აღნიშნავს ტრამპი და ამატებს, რომ უკრაინისთვის „ძლიერი“ უსაფრთხოების შეთანხმება იქნება და „ევროპული ერები ძალიან აქტიურად არიან ჩართულნი.“
ერთ-ერთმა რეპორტიორმა ტრამპს ჰკითხა, აჩვენებდა თუ არა კიევზე რუსეთის ბოლოდროინდელი თავდასხმები იმას, რომ პუტინი სერიოზულად არ უყურებდა მშვიდობას. „არა, ის ძალიან სერიოზულად არის განწყობილი,“უპასუხა ტრამპმა.
„ვფიქრობ, უკრაინამ ასევე განახორციელა რამდენიმე ძალიან ძლიერი თავდასხმა და ამას უარყოფით [კონტექსტში] არ ვამბობ. რუსეთის სხვადასხვა ნაწილში რამდენიმე აფეთქება მოხდა.
არ მგონია, რომ ეს კონგოდან მომხდარიყო. არ მგონია, რომ ეს ამერიკის შეერთებული შტატებიდან მომხდარიყო. შესაძლოა, ეს უკრაინიდან მომხდარიყო.
„ჩვენ მოლაპარაკებების ბოლო ეტაპზე ვართ. ეს ან დასრულდება, ან დიდხანს გაგრძელდება.“
დამატებით, მილიონობით ადამიანი დაიღუპება და ეს არავის სურს.“
როდესაც ჰკითხეს, თუ რას ელის დღევანდელი მოლაპარაკებებიდან, ტრამპი პასუხობს: „ჩვენ შეგვიძლია, ძალიან სწრაფად ვიმოქმედოთ.“
აშშ-ის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინისთვის „ძლიერი“ უსაფრთხოების შეთანხმება იქნება და „ევროპული ერები ძალიან აქტიურად არიან ჩართულნი.“
თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ იმედოვნებს, მოლაპარაკებები „რაც შეიძლება სწრაფად“ მოიტანს მშვიდობას.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ტრამპს მასპინძლობისთვის.
მას ჰკითხეს, თვლის თუ არა, რომ ტერიტორიული დათმობები იქნება, რაზეც ზელენსკიმ აღნიშნა, რომ საკითხი დღეს განიხილება.
ზელენსკისთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, ტრამპი პუტინს დაურეკავს მოლაპარაკებების გასაგრძელებლად.