აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პარასკევს, 9 იანვარს ირანის ლიდერები ხელახლა გააფრთხილა მას შემდეგ, რაც ვიდეოებში ასახული იყო მთელი ქვეყნის მასშტაბით მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები და ხელისუფლებამ მზარდი არეულობის შესაჩერებლად ინტერნეტი გათიშა. ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ შესაძლოა, მომიტინგეებს დაეხმაროს.
„ჯობს, სროლა არ დაიწყოთ, რადგან ჩვენც დავიწყებთ სროლას.“ „უბრალოდ, იმედი მაქვს, რომ ირანში მომიტინგეები უსაფრთხოდ იქნებიან, რადგან ეს ახლა ძალიან საშიში ადგილია,“ - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
უფლებადამცველმა ჯგუფებმა თითქმის ორი კვირის განმავლობაში ათობით მომიტინგე დაიღუპა და ირანის სახელმწიფო ტელევიზიით შეტაკებებისა და ხანძრების კადრების ჩვენებისას, ნახევრად ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტო „ტასნიმმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ღამით რამდენიმე პოლიციელი დაიღუპა.
ტრამპის თქმით, ირანი მძიმე მდგომარეობაშია.
„როგორც ვხედავ, ხალხი გარკვეულ ქალაქებზე კონტროლს ამყარებს, რაც რამდენიმე კვირის წინ არავის წარმოედგინა. სიტუაციას დიდი ყურადღებით ვაკვირდებით. ეს განცხადება ადრეც მკაცრად გავაკეთე, თუ ისინი ადამიანების მკვლელობას დაიწყებენ, როგორც ამას ადრე აკეთებდნენ, მაშინ ჩვენ ჩავერევით,“ - განაცხადა დონალდ ტრაპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, „ირანში საოცარი რამ ხდება.“
„ეს აქამდე არასდროს მომხდარა. ვიმედოვნებ, რომ ირანში დემონსტრანტები უსაფრთხოდ იქნებიან, რადგან ახლა ეს ძალიან საშიში ადგილია. ირანის ლიდერებს კიდევ ერთხელ ვეუბნები, სჯობს სროლა არ დაიწყოთ, რადგან სროლას ჩვენც დავიწყებთ,“ - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
8 იანვარს ტრამპმა განაცხადა, რომ არ აპირებდა აშშ-ში მყოფ რეზა ფეჰლავისთან შეხვედრას, რაც Reuters-ის ცნობით, იმის ნიშანია, რომ ის ოპოზიციის ლიდერის მხარდაჭერამდე, აშშ-ის ლიდერი კრიზისის განვითარებას ელოდა.
თავის მხრივ, ტელევიზიით გაკეთებულ მიმართვაში ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, პირობა დადო, რომ უკან არ დაიხევდა, დემონსტრანტები საზღვარგარეთ ოპოზიციური ჯგუფებისა და შეერთებული შტატების სახელით მოქმედებაში დაადანაშაულა, ხოლო პროკურორი სიკვდილით დასჯით დაიმუქრა.
ირანის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სამინისტრომ განაცხადა, რომ ინტერნეტის გათიშვის გადაწყვეტილება „ქვეყანაში არსებული ვითარების გათვალისწინებით, კომპეტენტურმა უსაფრთხოების ორგანოებმა მიიღეს.“
ირანის უფლებადამცველმა ჯგუფმა HRANA-მ პარასკევს განაცხადა, რომ 28 დეკემბერს დემონსტრაციების დაწყების შემდეგ, უსაფრთხოების სამსახურის 14 თანამშრომელი და 48 მომიტინგე დაიღუპა.
საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ლიდერებმა პარასკევს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც დაგმეს მომიტინგეების მკვლელობა და ირანის ხელისუფლებას ძალადობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს. ირანის ყოფილი შაჰის ვაჟი, ემიგრაციაში მყოფი რეზა ფაჰლევი მთელ მსოფლიოში მყოფ ირანელებს მიმართავს და მოუწოდებს, აქტიურად იბრძოლონ, რათა ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციები საერთაშორისო დღის წესრიგში დარჩეს.