ჩინეთი, რუსეთი და ირანი სამხრეთ აფრიკის ტერიტორიულ წყლებში საზღვაო წვრთნებს ატარებენ.
საზღვაო წვრთნები BRICS-ის გაფართოებულ ფორმატში BRICS PLUS-ის ფარგლებში დაიწყო და და ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
სამხრეთ აფრიკის შეიარაღებული ძალების განცხადებით, წვრთნების მიზანი „საზღვაო ნავიგაციისა და საზღვაო ეკონომიკური საქმიანობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.“
„წვრთნები BRICS PLUS-ის ქვეყნების საზღვაო ძალებს ერთობლივი უსაფრთხოების ოპერაციების მიზნით აერთიანებს,“ - აცხადებს სამხრეთ აფრიკის არმია.
ჩინეთის სამხედრო წარმომადგენლების ცნობით, წვრთნებში ბრაზილია, ეგვიპტე და ეთიოპია დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობენ.