აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკის ერთადერთი კოზირია და რომ მის გარეშე „სრული კატასტროფა“ დატრიალდებოდა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ეს მანაც იცის და ევროპელმა ლიდერებმაც იციან. ეს ყველამ იცის,“ - განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ მზადაა, აიღოს ვალდებულება შეერთებული შტატების მონაწილეობაზე უკრაინის მომავალ თავდაცვაში, მაგრამ მისი თქმით, მხოლოდ იმიტომ, რომ დარწმუნებულია, რომ რუსეთი აღარ შეეცდება შეჭრას.