ზელენსკი: ყველა წესიერ ადამიანს სურს, რომ ირანელმა ხალხმა რეჟიმისგან თავი გაითავისუფლოს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში ირანზეც ისაუბრა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ ეს მომენტი ხელიდან არ გაუშვას. 


„ის, რაც ახლა ირანში ხდება - მასშტაბური საპროტესტო აქციები, ფაქტობრივად, ამბოხება ასევე აშკარა ნიშანია იმისა, რომ რუსეთისთვის სიტუაცია არ გამარტივდება. მსოფლიოში ყველა წესიერ ადამიანს გულწრფელად სურს, რომ ირანელ ხალხს საბოლოოდ ჰქონდეს ბედნიერება, გათავისუფლდეს რეჟიმისგან, რომელმაც ამდენი ბოროტება მოიტანა, მათ შორის, უკრაინისა და სხვა ქვეყნებისთვის. 


მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ ეს მომენტი ხელიდან არ გაუშვას, როცა ცვლილებები შესაძლებელია და ყველა ლიდერმა, ყველა ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია ახლა უნდა ჩაერთოს, რათა დაეხმარონ ხალხს იმ პირების მოშორებაში, ვინც პასუხისმგებელია იმ ფაქტზე, რომ ირანი, სამწუხაროდ, ისეთია, როგორიც იყო. ყველაფერი შეიძლება, სხვაგვარად იყოს,“ - განაცხადა ზელენსკიმ.