სომხეთის ხელისუფლება უახლოეს მომავალში გეგმავს, გაიყვანოს რუსი მესაზღვრეები თურქეთის საზღვარზე მდებარე ახურიკის საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ახურიკის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გადაცემის გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და დროშის ბოძიც კი აღმართულია. ამჟამად თურქეთისკენ მიმავალი რკინიგზის ხაზის მდგომარეობის შეფასება მიმდინარეობს.
სხვა წყაროების ცნობით, თურქულმა მხარემ მარგარას საკონტროლო-გამშვები პუნქტის მახლობლად მშენებლობა უკვე დაიწყო.
სომხური მედიის ცნობით, ერთი მხრივ, თურქული მხრიდან მშენებლობის დაწყება და მეორე მხრივ, ახურიკის მოსალოდნელი გამოყენება საზღვრის უახლოეს მომავალში გახსნის სერიოზულ განზრახვის სერიოზულობაზე მიუთითებს.
მედია წერს, რომ პირად საუბრებში სომეხი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები შეშფოთებას გამოთქვამენ საზღვარზე დარღვევების შესაძლო ზრდის გამო. ოფიციალური მონაცემებით, 2024 წელს სომხეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის 160 შემთხვევა დაფიქსირდა, 2023 წელს კი, ეს მაჩვენებელი 78 იყო. შემთხვევათა რაოდენობა 82-ით, 105.1 პროცენტით გაიზარდა.
საზღვრის დამრღვევები, როგორც წესი, „მესამე სამყაროს“ ქვეყნებიდან არიან, როგორიცაა, ავღანეთი და ბანგლადეში, რომლებიც სომხეთს სატრანზიტო პუნქტად მიიჩნევენ.