NATO-მ თურქეთს ესტონეთში, F-16-ების ვადაზე ადრე განლაგება სთხოვა - Bloomberg

NATO თურქეთს ბალტიის საჰაერო სივრცის პატრულირებისთვის F-16 გამანადგურებლების ადრეულ ეტაპზე განთავსებას სთხოვს.


Bloomberg-ის ცნობით, ალიანსმა თურქეთს ბალტიის საჰაერო სივრცის პატრულირებისთვის ესტონეთში F-16 გამანადგურებლების ადრეულ ეტაპზე განთავსება სთხოვა, რაც რუსეთის მიერ საჰაერო სივრცის დარღვევისა და 2022 წლიდან თვითმფრინავების ფრენების ზრდის გამო, ალიანსის შეშფოთებას ასახავს.


საკითხზე ინფორმირებული პირების ცნობით, შეთავაზებული წინადადება მოიცავდა ოთხთვიან როტაციას ესტონეთში, 2026 წლის აგვისტოდან დეკემბრამდე.


თურქეთს თვითმფრინავების განლაგება რუმინეთში, 2026 წლის დეკემბრიდან 2027 წლის მარტამდე უკვე ჰქონდა დაგეგმილი.

NATO აძლიერებს თავდაცვით პოზიციას რუსეთის მიერ ალიანსის საჰაერო სივრცის განმეორებითი დარღვევების შემდეგ, განსაკუთრებით, ბალტიის ზღვაზე.


Bloomberg-ის mონაცემები აჩვენებს, რომ NATO-ს თვითმფრინავების პატრულირებამ რეგიონში, 2022 წლიდან ყველაზე მაღალ დონეს მიაღწია.