ირანთან ვაჭრობის მქონე 100-ზე მეტი ქვეყნიდან, ჩინეთი მისი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორია. Trade Data Monitor-ის მონაცემებით, რომლებიც ირანის ისლამური რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციის სტატისტიკას ეფუძნება, 2025 წლის ოქტომბრამდე პერიოდში, მან ირანიდან 14 მილიარდ დოლარზე მეტი (10.4 მილიარდი ფუნტი სტერლინგი) პროდუქტი შეიძინა.
ჩინეთს მოსდევს ერაყი, რომელმაც მეზობლისგან 10.5 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი მიიღო. ირანი ასევე თავის უმსხვილეს მომხმარებლებს შორის არაბთა გაერთიანებულ საამიროებს და თურქეთს ითვლის.
![]()
ირანიდან თურქეთში ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა 2024 წლის 4.7 მილიარდი დოლარიდან 7.3 მილიარდ დოლარამდე.
ექსპორტის თითქმის ყველა პროდუქტი, საწვავთან არის დაკავშირებული - ის მსოფლიოში ნავთობის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია. ასევე სხვა ქვეყნებში აგზავნის საკვებს, მათ შორის, ფსტას და პომიდორს.
ირანის იმპორტის დაახლოებით მესამედს საკვები პროდუქტები შეადგენს. კერძოდ, სიმინდი, ბრინჯი, მზესუმზირის თესლი და ზეთები, ასევე, სოიო. თუმცა ირანის ყველაზე დიდი იმპორტი ოქროა. ოქტომბრამდე 12 თვეში მან 6.7 მილიარდი დოლარის ღირებულების ოქრო შეიტანა, წინა წლის 4.8 მილიარდ დოლართან შედარებით.
თეთრი სახლიდან ჯერ არ გავრცელებულა დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ იმუშავებს ახალი ტარიფები პრაქტიკაში, ან კონკრეტულად რომელ ქვეყნებზე გავრცელდება. ასევე გაურკვეველია, დაემატება თუ არა 25%-იანი გადასახადი ტრამპის ადმინისტრაციის მიერ უკვე დაწესებულ არსებულ ტარიფებს.
ცნობისთვის, ირანს ნავთობის უზარმაზარი მარაგი აქვს და ის მსოფლიოში ნავთობის 10 უმსხვილეს მწარმოებელს შორის არის. ეს დიდი სიმდიდრის წყარო უნდა იყოს. თუმცა მისი ეკონომიკა წლების განმავლობაში სახელმწიფო ფინანსების არასწორი მართვის, ნავთობის გაყიდვების შემცირებისა და მკაცრი საერთაშორისო სანქციების გამო დაზარალდა.
ქვეყნის 92 მილიონი მოსახლიდან ბევრს უჭირს ისეთი ძირითადი პროდუქტებით სარგებლობა, როგორიცაა, საკვები და კომუნალური მომსახურება, ხოლო ცხოვრების ღირებულება ბოლო კვირების განმავლობაში მიმდინარე პროტესტების ცენტრშია.
BBC-ის ანალიზის თანახმად, ოჯახების ხარჯები 2008 წლის პიკთან შედარებით შემცირდა, ხოლო ქალების შრომისუნარიანობაზე მთავრობის მიერ დაწესებულმა შეზღუდვებმა დასაქმების მაჩვენებელი ორი ათწლეულის წინანდელი 42.4%-დან დაახლოებით 37%-მდე შეამცირა.
ამავდროულად, მაღალი ინფლაციის გამო, რომელმაც ოქტომბერში 48.4%-ს მიაღწია, მთავრობის პოლიტიკის ცვლილებების ფონზე, რამაც რიალის ღირებულების აშშ დოლართან მიმართებაში ვარდნა გამოიწვია. „დეკემბერში საწვავის სუბსიდიების შემცირება და ამ უახლესი ტარიფების გამო, საგარეო ვაჭრობის კიდევ უფრო შემცირება ნიშნავს, რომ ინფლაცია შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს და ეკონომიკას კიდევ უფრო მეტად კოლაფსისკენ უბიძგოს,“ - წერს BBC.