ტომას ჰენდრიკ ილვესი ღარიბაშვილს: "შესანიშნავი პროგრესი" არ იქნება პირველი რამ, რაც ევროკავშირისა და NATO-ს წევრ ქვეყნებს მოუვათ აზრად

"შესანიშნავი პროგრესი" არ იქნება პირველი რამ, რაც ევროკავშირისა და NATO-ს წევრ ქვეყნებს მოუვათ აზრად", - ასე უპასუხა ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ტომას ჰენდრიკ ილვესმა Twitter-ზე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, სადაც საქართველოს პრემიერ-მინიტრი ბრიუსელში ვიზიტის დაწყებაზე წერს და აცხადებს, რომ "პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია მართლაც საოცარია".

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ბრიუსელში ვიზიტისას ის ბელგიის, ევროკავშირისა და NATO-ს უმაღლესი თანამდებობის პირებს შეხვდება.