Politico-ს ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აიათოლა ალი ხამენეის 37-წლიანი მმართველობის დასრულების მოწოდებით გამოვიდა. „დროა, ირანში ახალი ლიდერები ვეძებოთ,“ - განუცხადა ტრამპმა POLITICO-ს. ტრამპმის თქმით, საუკეთესო გადაწყვეტილება, რომელიც რეჟიმმა ოდესმე მიიღო, 800 ადამიანის სიკვდილით არდასჯა იყო.
ჟურნალისტმა შეერთებული შტატების ლიდერს ასევე აჩვენეს აიათოლა ალი ხამენეის პოსტები, რომლის თანახმად, ირანის სულიერი ლიდერი ამბობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დამნაშავეა ირანელი ერისთვის მიყენებული მსხვერპლის, ზიანისა და ცილისწამებისთვის.
„ეს კაცი ავადმყოფია. მან სათანადოდ უნდა მართოს თავისი ქვეყანა და შეწყვიტოს ადამიანების მკვლელობა. მისი ქვეყანა ცუდი ხელმძღვანელობის გამო, ყველაზე საშინელი ადგილია საცხოვრებლად მთელ მსოფლიოში. როგორც ქვეყნის ლიდერი, ის დამნაშავეა ქვეყნის სრულ განადგურებაში და ძალადობის გამოყენებაში ისეთ დონეზე, როგორიც აქამდე არავის უნახავს.
იმისათვის, რომ ქვეყანამ ფუნქციონირება შეინარჩუნოს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ფუნქცია ძალიან დაბალი დონისაა, ხელისუფლებამ ყურადღება უნდა გაამახვილოს თავისი ქვეყნის სათანადო მართვაზე, როგორც მე ვაკეთებ შეერთებულ შტატებში და არა ათასობით ადამიანის მოკვლაზე, რომ კონტროლი შეინარჩუნოს. ლიდერობა პატივისცემაზეა დაფუძნებული, და არა შიშსა და სიკვდილზე,“ – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.