ლავროვმა ოკუპირებული ყირიმი და გრენლანდია, რუსეთისა და აშშ-ის უსაფრთხოების კონტექსტში ერთმანეთს შეადარა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ „ყირიმი „არანაკლებ მნიშვნელოვანია რუსეთის უსაფრთხოებისთვის“, ვიდრე გრენლანდია შეერთებული შტატებისთვის.“


ლავროვმა განაცხადა, რომ წესები, რომლებიც ადრე დასავლეთისთვის სასარგებლო იყო და გლობალურ წესრიგს უჭერდა მხარს, ახლა საერთაშორისო ასპარეზზე გაუქმებულია. მან ამჟამინდელი გლობალური სიტუაცია აღწერა, როგორც „ძალა იმარჯვებს“, რაც განსაკუთრებით აშკარაა ჩინეთის ეკონომიკურ გავლენასთან კონკურენციაში.


"დააყენეთ გრენლანდიის ხალხის ადგილას ყირიმელები, თქვენთვის ბევრი რამ ალბათ, გასაგები გახდება. მეტიც, ყირიმში ხალხი რეფერენდუმზე წავიდა არაკონსტიტუციური სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, როდესაც ხელისუფლებაში მოსულმა პუტჩისტებმა რუსულ ენას ომი გამოუცხადეს და ყირიმის უზენაესი საბჭოს შტურმით ასაღებად ბოევიკები გაგზავნეს. გრენლანდიაში არავის არანაირი გადატრიალება არ მოუწყვია. უბრალოდ, როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, ეს ტერიტორია მნიშვნელოვანია შეერთებული შტატების უსაფრთხოებისთვის,“ - განაცხადა ლავროვმა.


ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ „გრენლანდია არ არის დანიის ბუნებრივი ნაწილი“, მაგრამ „რუსეთს არ აქვს მიმდინარე დავაში ჩარევის განზრახვა.“


„NATO გამოწვევების პერიოდს გადის და რუსეთი არ არის დაინტერესებული გრენლანდიაში ჩარევით,“ - განაცხადა ლავროვმა.


მისივე მტკიცებით, არც ჩინეთს და არც რუსეთს არ აქვთ გრენლანდიის მიტაცების გეგმები.


„ვაშინგტონმა იცის, რომ რუსეთს ასეთი გეგმები არ აქვს. NATO-მ ალიანსის ფარგლებში გრენლანდიასთან დაკავშირებით ერთობლივ შეთანხმებას უნდა მიაღწიოს.“


ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ დადებითად აფასებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იდეას ღაზის „მშვიდობის საბჭოს“ შექმნის შესახებ.

ცნოვისთვის, რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. 2022 წლის 24 თებერვალს კი, უკრაინაში შეჭრით, სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.