იტალიური და გერმანული კომპანიები ჩაერთვებიან ეუთოს „მწვანე პორტების“ პროექტში, რომელშიც საქართველოც მონაწილეობს

ევროპული კომპანიები კასპიის რეგიონში „მწვანე პორტების“ განვითარების მიზნით, ეუთოს პროექტებში მონაწილეობენ.


ეუთოს ეკონომიკური და გარემოსდაცვითი საქმიანობის კოორდინატორის ოფისმა (OCEEA), „მწვანე პორტების“ პროექტი ოფიციალურად 2019 წელს დაიწყო - მისი მიზანია, დაეხმაროს კასპიისა და შავი ზღვის პორტების განსაზღვრულ რაოდენობას - ბაქოს პორტს აზერბაიჯანში, აქტაუსა და კურიკს ყაზახეთში, „თურქმენბაშის“ პორტს თურქმენეთში და ბათუმის პორტს საქართველოში.


  • ბათუმის პორტმა „Green Port“ სტატუსი OSCE-ის მხარდაჭერით და EcoPorts PERS სტანდარტის მიხედვით, გარემოს მართვის სისტემის შესაბამისი სერთიფიკატი მიიღო 2024 წლის 7 ოქტომბერს მიიღო.

აზერბაიჯანული მედიის  ცნობით, გლობალურმა საინჟინრო საკონსულტაციო, ინსპექტირებისა და სერტიფიცირების ჯგუფმა RINA-მ და პორტების, ტერმინალებისა და ლოგისტიკის წამყვანმა საკონსულტაციო გერმანული კომპანია HPC Hamburg Port Consulting-მა, ეუთოს პროექტის „მწვანე პორტებისა და კავშირგაბმულობის ხელშეწყობა კასპიის ზღვის რეგიონში“ ფარგლებში, ხუთწლიანი კონტრაქტი მიიღეს.


  • RINA არის იტალიის საერთაშორისო საინჟინრო, საკონსულტაციო და სერტიფიცირების კომპანია, რომელიც სპეციალიზირებულია ენერგეტიკის, ტრანსპორტის/მრეწველობის მდგრად და ციფრულ გადაწყვეტილებებში. HPC Hamburg Port Consulting არის გერმანული საკონსულტაციო ფირმა, რომელიც ორიენტირებულია პორტის ინფრასტრუქტურაზე, ლოგისტიკასა და დიგიტალიზაციაზე - მხარს უჭერს პორტების ეფექტიან და მდგრად ოპერაციებს.

ხუთწლიანი პროგრამის განმავლობაში, RINA და HPC, ეუთოს თითოეული პორტისთვის მორგებული ანალიზისა და სამოქმედო გეგმების მიწოდებაში დაეხმარებია, რაც ხელს შეუწყობს დაბალი ნახშირბადის ემისიების მქონე ოპერაციებისა და გარემოსდაცვითი მონიტორინგის გაუმჯობესებას, მათ შორის, ინსტიტუციური გაძლიერების ღონისძიებებიც მოიაზრება.


„ძირითადი სამუშაო ნაკადები მოიცავს განახლებადი ენერგიისა და კლიმატის ადაპტაციის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებს, გარემოსდაცვითი მონიტორინგისა და ციფრული სისტემების დიზაინს, გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის განხორციელებას და სასწავლო პროგრამას, რომელიც აერთიანებს ონლაინ კურსებს ევროპის წამყვან პორტებში სასწავლო ვიზიტებთან. ამ ძალისხმევის კოორდინირებით სხვადასხვა ქვეყანაში, პროექტი ხელს უწყობს თანამშრომლობას აზერბაიჯანს, ყაზახეთს, თურქმენეთსა და საქართველოს შორის, რაც ეხმარება ეროვნული პორტების სტრატეგიების ჰარმონიზაციას და მდგრადობის გაძლიერებას შუა დერეფნის მასშტაბით,“ - განმარტა HPC Hamburg Port Consulting-მა.


კომპანიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროექტი ასევე შექმნის ქვეყნებისშორისი თანამშრომლობის პლატფორმას მონაწილე პორტებს შორის ცოდნის გაცვლის შესანარჩუნებლად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ მწვანე და ციფრული ტრანსფორმაცია კვლავ საერთო რეგიონულ მიზნად დარჩეს.