ევროპარლამენტმა აშშ-სთან სავაჭრო შეთანხმების დამტკიცება შეაჩერა

გრენლანდიის გარშემო უთანხმოების ფონზე, ევროპარლამენტმა გადაწყვიტა, შეაჩეროს მუშაობა ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სავაჭრო შეთანხმებაზე. 


ევროპარლამენტმა უკვე შეაჩერა ივლისში მიღწეული სავაჭრო შეთანხმების იმპლემენტაცია. დამტკიცების შეჩერების შესახებ განცხადება ოთხშაბათს, საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში, დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლის დროს გაკეთდა.


წინადადებებს ახლა ევროკავშირის მთავრობების მიერ დამტკიცება სჭირდება.


ევროპარლამენტის გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ტრამპმა სოციალურ მედიაში დაწერა, რომ მან გრენლანდიის მომავალთან დაკავშირებით „ჩარჩო“ შეთანხმებას მიაღწია და არ შეასრულებს მუქარას NATO-ს რვა წევრისთვის ახალი ტარიფების დაწესების შესახებ.


ხსენებულ ჩარჩოზე შეთანხმება პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის შოტლანდიაში, ტრამპის ტერნბერის გოლფის კლუბში, გასულიწლის ივლისში შედგა.


მხარეები 15%-იან ტარიფზე შეთანხმდნენ ევროკავშირიდან იმპორტირებულ ყველა საქონელზე - ეს ორჯერ ნაკლებია იმ 30%-იან გადასახადზე, რომლის შემოღებითაც ტრამპი აქამდე იმუქრებოდა.


ევროკავშირი, თავის მხრივ, აშშ-ს ექსპორტზე რამდენიმე პროდუქტზე ტარიფებს ნულამდე შეამცირებდა. ფონ დერ ლაიენმა შეთანხმება „მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად“ შეაფასა, რომელიც სტაბილურობას მოუტანს ორმხრივ ურთიერთობას.


ტრამპი ამბობდა, რომ ეს „საუკეთესო გარიგებაა ყველასთვის“ და აშშ-სა და ევროკავშირს „ერთმანეთთან დააახლოვებს.“