17-წლიანი პაუზის შემდეგ, თურქეთი და ლიბია ნავთობის სფეროში თანამშრომლობას აღადგენენ

თურქეთი და ლიბია ორი ქვეყნის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ კომპანიებს შორის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობის გაფართოებასა და დივერსიფიცირებაზე შეთანხმდნენ.


თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალპარსლან ბაირაქტარმა სოციალურ მედია პლატფორმაზე დაწერა, რომ 17 წლის შემდეგ გამართული შეხვედრა ტრიპოლში, ლიბიის ტრანსპორტის მინისტრ მოჰამედ ალ-შუჰუბისთან ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერით დასრულდა.


ბაირაქტარის თქმით, მხარეები შეთანხმდნენ ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ვაჭრობის სფეროში საჯარო კომპანიებს შორის თანამშრომლობის გაზრდაზე და ასევე, ორივე ქვეყანამ ლიბიის ხმელეთსა და ოფშორულ რაიონებში ერთობლივი მუშაობის სურვილი გამოხატა.


„გარდა ამისა, ჩვენ მივაღწიეთ კონსენსუსს ორ ქვეყანას შორის განახლებადი ენერგიისა და სამთო მოპოვების სფეროებში თანამშრომლობის განვითარებაზე,“ - აღნიშნა ბაირაქტარმა.

თურქეთი „ლიბიასთან ისტორიული კავშირების გარდაქმნას ისახავს მიზნად.“


„თურქეთი კვლავაც იქნება ლიბიის უდიდესი მხარდამჭერი, როგორც ეს წარსულში იყო,“ - აცხადებს ბაირაქტარი.