ოქროს ფასმა რეკორდულად მოიმატა და უნციაზე 5,100 დოლარს გადააჭარბა.
ფასზე ბოლო კვირის განმავლობაში რეკორდული პიკი დააფიქსირა და ოქროს ღირებულება წელს უკვე 18 პროცენტზე მეტით გაიზარდა.
გლობალური დაძაბულობის ზრდის, ასევე, ცენტრალური ბანკისა და საცალო ვაჭრობის ძლიერი მოთხოვნის გამო, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ოქროს ფასი წელს კიდევ უფრო გაიზრდება 6000 დოლარამდე.
რაც შეეხება ვერცხლს, მისი ფასი 4.8 პროცენტით გაიზარდა, 107.903 აშშ დოლარამდე.