Reuters-ის ცნობით, დეკემბერში, ევროკავშირში, ელექტრომობილების გაყიდვებმა პირველად გადააჭარბა საწვავზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვებს.
დამოუკიდებელმა ანალიტიკოსმა მათიას შმიდტმა აღნიშნა, რომ „დაახლოებით ნახევარი ათწლეული დასჭირდება, რომ ეკოლოგიურად სუფთა მანქანებმა საწვავზე მომუშავე მოდელებს სრულად გადაუსწრონ, მაგრამ ეს მაინც დასაწყისია.“
გასულ თვეში, ევროკავშირში ყველა რეგისტრაციის 22.6% წმინდა ელექტრომობილებმა შეადგინა, რაც ოდნავ აღემატება ბენზინზე მომუშავე ავტომობილებს, რომელთა რაოდენობაც 22.5%-ს შეადგენდნენ. ჰიბრიდები (მათ შორის, plug-in ჰიბრიდები, რომლებსაც მხოლოდ აკუმულატორის ენერგიით შეზღუდული მანძილის გავლა შეუძლიათ) ყველაზე დიდ ჯგუფად [44%] რჩება.