სახელმწიფო დეპარტამენტმა ირანელ მაღალჩინოსნებს აშშ-ში ყოფნის პრივილეგია გაუუქმა

სახელმწიფო დეპარტამენტმა უპასუხა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის გაფრთხილებას, რომ სამხედროები ჩახმახზე თითების დადებით მზად არიან, რათა აგრესიაზე რეაგირება მოახდინონ.“


მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ამერიკამ ირანელ მაღალჩინოსნებსა და მათი ოჯახის წევრებს აშშ-ში გამგზავრების პრივილეგია გაუუქმა.


„მას შემდეგ, რაც ირანის ხალხი აგრძელებს ბრძოლას თავისი ძირითადი უფლებებისთვის, [რუბიომ] ამ კვირაში მიიღო ზომები საიმისოდ, რომ ირანელი მაღალი თანამდებობის პირებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის შეერთებულ შტატებში ყოფნის პრივილეგია გაეუქმებინა,“ - წერს სახელმწიფო დეპარტამენტი X-ზე განთავსებულ პოსტში.


ვაშინგტონი განმარტავს, რომ მათ, ვინც ირანის რეჟიმის სასტიკი ჩაგვრით სარგებლობენ, არ აქვთ უფლება, საიმიგრაციო სისტემით ისარგებლონ.



ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტების (HRANA) ცნობით, ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის რეჟიმს 28 დეკემბრიდან 6200-ზე მეტი მომიტინგის მკვლელობაში ადანაშაულებენ, ხოლო ინტერნეტთან კომუნიკაციის შეწყვეტის ფონზე, დამატებით, თითქმის 17100 ადამიანი დააკავეს.


კითხვას, ჰქონდა თუ არა საუბარი ირანთან ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში და გეგმავს თუ არა ამას, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა:

„მქონდა და ვგეგმავ. ამჟამად ირანისკენ ბევრი ჩვენი ძალიან დიდი, ძალიან მძლავრი გემი მიცურავს და კარგი იქნება, თუ მათი გამოყენება არ დაგვჭირდება.“


რა გზავნილი გაუზიარა ირანელებს, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანულ მხარესთან საუბრისას ორი მოთხოვნა ჰქონდა: ბირთვული იარაღის აკრძალვა და მომიტინგეების მკვლელობის შეჩერება.


„მე მათ ორი რამ ვუთხარი: პირველი, არანაირი ბირთვული იარაღი და მეორე, შეწყვიტეთ მომიტინგეების დახოცვა. ისინი ათასობით ადამიანს კლავენ. იცით, ორი კვირის წინ 837 ადამიანის ჩამოხრჩობა შევაჩერე. მაგრამ მათ რაღაც უნდა გააკეთონ. არავის უნახავს მსგავსი რამ,“ - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.