უკრაინამ ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

უკრაინამ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა.


ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა მხარს უჭერს იმ ხალხს, ვინც აფასებს თავისუფლებას და ნამდვილად მზად არიან, მისთვის იბრძოლონ.


„მთელი მსოფლიო ხედავს, თუ რა ხდება ირანში, მკვლელობების რაოდენობას და როგორ შეუწყო ხელი ირანის რეჟიმმა ომისა და ძალადობის გავრცელებას რეგიონში და მთელ მსოფლიოში. უკრაინა არ დაივიწყებს ათასობით „შაჰედს“, რომლებიც თავს ესხმიან ჩვენს ქალაქებსა და სოფლებს, ჩვენს ხალხს.


ჩვენ, უკრაინაში, უკვე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და ეს ორგანიზაცია ტერორისტულად გამოვაცხადეთ, ჩვენთვის ეს საკითხი დახურულია. მსოფლიოში ყველა ტერორისტი იმსახურებს თანაბარ მოპყრობას და დაგმობას – ვერცერთმა ვერ უნდა გაიმარჯვოს,“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.