საქართველომ, აზერბაიჯანმა, უზბეკეთმა და თურქმანეთმა ხელი მოაწერეს პროტოკოლს, რომელიც შუა დერეფნის განვითარებას მოიცავს

საქართველომ, აზერბაიჯანმა, თურქმენეთმა და უზბეკეთმა ხელი მოაწერეს პროტოკოლს, რომელიც შუა დერეფნის გასწვრივ სატვირთო გადაზიდვების განვითარებას, დიგიტალიზაციას ასევე, დერეფნის დიაგნოსტიკას მოიცავს. ამის შესახებ მედია აზერბაიჯანის რკინიგზის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.


კერძოდ, დღეს თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში გაიმართა ოთხმხრივი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდომარე როვშან რუსტამოვი, თურქმენეთის რკინიგზის ტრანსპორტის მინისტრი მამედ აკმამედოვი, უზბეკეთის რკინიგზის სს-ის საბჭოს თავმჯდომარე ზუფარ ნარზულაევი და საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორი ლაშა აბაშიძე. ოთხმხრივი შეხვედრის შემდეგ ხელი მოეწერა ოქმს.


აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მხარეებმა სარკინიგზო სექტორის მიმართულებით, მათ შორის, შუა დერეფნის ფარგლებში თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს.