ტრამპის ადმინისტრაციის პროექტი „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ“ (TRIPP) სამუდამოდ შეცვლის რეგიონს, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ეკონომიკურ საკითხებში ჯეიკობ ჰელბერგმა.
X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, მან აზერბაიჯანში ამერიკული დელეგაციის ვიზიტი შეაჯამა. „ცხადია, რომ ტრამპის ადმინისტრაციის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ (TRIPP) სამუდამოდ შეცვლის რეგიონს. ვიცე-პრეზიდენტ ვენსის ისტორიულმა ვიზიტმა რეგიონული სტაბილურობისა და საერთო ეკონომიკური ზრდის ძლიერი საფუძველი შექმნა,“ - ნათქვამია პოსტში.