მერცი მიუნხენის კონფერენციაზე: წესებზე დამყარებული მსოფლიო წესრიგი დასრულდა

აშშ-ის მარტო მოქმედებამ თავისი ძალის ზღვარს მიაღწია და შესაძლოა, მან უკვე დაკარგა კიდეც გლობალური ლიდერის როლი — ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის განაცხადა.


მან ასევე მოუწოდა აშშ-ის პრეზიდენტს, აღიაროს, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია რუსეთის ეკონომიკური და სამხედრო რესურსების ამოწურვა იმ დონემდე, რომ მოსკოვი უკრაინის საკითხზე მოლაპარაკების მაგიდასთან დასაჯდომად მზად გახდეს.


მერცმა განაცხადა, რომ ძველი მსოფლიო წესრიგი დასრულდა და ახალი სუპერსახელმწიფოების ეპოქაში, თვით ამერიკაც კი, უკვე მარტო მოქმედების შესაძლებლობის ზღვარს უახლოვდება.


„დიდი სახელმწიფოების მეტოქეობის ეპოქაში, შეერთებული შტატებიც კი ვერ იქნება საკმარისად ძლიერი, რომ მარტო იმოქმედოს. ძვირფასო მეგობრებო, NATO-ს წევრობა არამხოლოდ ევროპის კონკურენტული უპირატესობაა. ეს ასევე არის შეერთებული შტატების კონკურენტული უპირატესობა. ამიტომ, მოდით, ერთად აღვადგინოთ და ავაღორძინოთ ტრანსატლანტიკური ნდობა. ევროპა ასრულებს თავის წილ სამუშაოს,“ - განაცხადა მერცმა.