DPA-ს ცნობით, თურქული სამხედრო ხომალდი TCG Anadolu, რომელიც ბალტიის ზღვაში NATO-ს სამხედრო მანევრებში მონაწილეობს, ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე შემაკავებელი ძალის სახით იქნება გამოყენებული.
დრონების ტრანსპორტირებისა და გაშვებისთვის აღჭურვილი ხომალდი ლატვიის სანაპიროსკენ მიემართება და NATO-ს მოკავშირეთა საჰაერო სარდლობის (AIRCOM) დაქვემდებარებაში გადავა. Anadolu ამფიბიური თავდასხმის ხომალდია.
ოთხშაბათს, NATO-ს წვრთნების „Steadfast Dart“ ფარგლებში, ჯარისკაცები და სამხედრო მასალები გემიდან ჩრდილოეთ გერმანიაში, პუტლოსის სამხედრო საწვრთნელი ტერიტორიის მახლობლად გადმოიყვანეს. NATO-მ „აღმოსავლეთის სენტრის“ მისია გასული წლის სექტემბერში დაიწყო, მას შემდეგ, რაც რუსული გამანადგურებლები და კამიკაძე-დრონები საჰაერო სივრცეს არღვევდნენ. მისიის მიზანია ალიანსისთვის დამატებითი სათვალთვალო და საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების მობილიზება.