ზელენსკი: სამართლიანია, ირანელ ხალხს მივცეთ შანსი, თავი დააღწიონ ტერორისტულ რეჟიმს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში არსებულმა ვითარებამ აჩვენა, თუ რამდენად რთულია რაკეტებისა და "შაჰედის" ტიპის საბრძოლო მასალისგან სრული დაცვის უზრუნველყოფა, იმ ქვეყნებისთვისაც კი, რომლებსაც უკრაინაზე მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემები აქვთ.


ზელენსკის თქმით, უკრაინა მზადაა დაეხმაროს პარტნიორ ქვეყნებს ასეთი თავდასხმების წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილების გაზიარებით


„ახლო აღმოსავლეთში არსებულმა ვითარებამ აჩვენა, თუ რამდენად რთულია რაკეტებისა და "შაჰედებისგან" 100%-იანი დაცვის უზრუნველყოფა. სპარსეთის ყურის ქვეყნებიც კი, რომლებსაც აქვთ მაღალი ხარისხის საჰაერო თავდაცვის სისტემები და მსგავსი სისტემების დიდი რაოდენობა - ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ ყველა ბალისტიკური რაკეტის ჩაჭრას.


რეგიონში ზოგიერთმა "შაჰედის" ტიპის დრონმაც გაარღვია საჰაერო თავდაცვა. ყველას ხედავს, რომ ჩვენი თავდაცვის გამოცდილება, მრავალი თვალსაზრისით, შეუცვლელია. ჩვენ მზად ვართ, გავუზიაროთ ეს გამოცდილება, მზად ვართ, დავეხმაროთ იმ ერებს, რომლებიც უკრაინას დაეხმარნენ ამ ზამთარში და ამ ომის განმავლობაში," - აცხადებს ზელენსკი.


მანვე აღნიშნა, რომ უკრაინა ყურადღებით აკვირდება ირანის გარშემო არსებულ სიტუაციას.


„მნიშვნელოვანია, რომ ირანში ცვლილებების შესაძლებლობა გონივრულად იქნას გამოყენებული. მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს მკაფიო პოზიცია ადამიანებისა და სიცოცხლის მხარდასაჭერად.... მნიშვნელოვანია, რომ ამერიკულმა გადაწყვეტილებამ და მსოფლიოში ყველას გადაწყვეტილებამ ნამდვილად იმუშაოს,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.