საუდის არაბეთის უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხან დრონების სამიზნე გახდა

ორშაბათს, საუდის არაბეთმა ორი დრონი შეაკავა, რომლის სამიზნეც ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე რას-ტანურას ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა გახდა, განუცხადა თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, ტურკი ალ-მალიკიმ, „ალ არაბიას.“


ალ-მალიკიმ განაცხადა, რომ „ჩაჭრილი“ დრონების ნამსხვრევებმა „შეზღუდული“ ხანძარი გამოიწვია.


რას-ტანურა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი და ექსპორტის ობიექტია.


  • Ras Tanura-ს გარდა, რამდენიმე სხვა სტრატეგიული ობიექტი ახლო აღმოსავლეთში დროებით დაიხურა. ზოგიერთი ობიექტი უსაფრთხოების მიზნით დახურეს. კერძოდ, Reuters-ის წყაროს ცნობით, საუდის არაბეთის უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, ერაყის ქურთისტანის და ისრაელის ნავთობისა და გაზის საბადოები დაიხურა.

შაბათიდან მოყოლებული, ირანზე ისრაელისა და აშშ-ის თავდასხმების საპასუხოდ, ირანი ახლო აღმოსავლეთისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში, მათ შორის, საუდის არაბეთზე, „განურჩევლად ახორციელებს“ დრონების და სარაკეტო თავდასხმებს. სამეფომ დაგმო თავდასხმები მის ტერიტორიაზე და მეზობელ სპარსეთის ყურის სახელმწიფოებზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ იტოვებს თავდაცვისა და შესაძლოა, შურისძიების უფლებას.