შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში დამატებით ჯარებსა და სამხედრო აქტივებს განათავსებს, რადგან ირანის წინააღმდეგ ოპერაციები გრძელდება, განაცხადა გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარემ, გენერალმა დენ კეინმა. პენტაგონში თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეთთან ერთად გამოსვლისას კეინმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ოპერაცია „ეპიკური მრისხანება“ ჯერ კიდევ შორს არის დასასრულისგან.
„ეს ერთჯერადი, ერთი ღამის ოპერაცია არ არის. სამხედრო მიზნების მიღწევას, რომლებიც ცენტრალურ სარდლობასა და გაერთიანებულ ძალებს დაეკისრათ, გარკვეული დრო დასჭირდება და ზოგ შემთხვევაში, ეს რთული და მძიმე საქმე იქნება,“ - განაცხადა კეინმა. მისი თქმით, ოპერაციის მსვლელობისას აშშ დანაკარგებს ელის.
„რა თქმა უნდა, ვიმუშავებთ, რომ დანაკარგები მინიმუმამდე დავიყვანოთ,“ - აღნიშნა აშშ-ის გაერთიანებული შტატების თავმჯდომარემ.
კეინის ცნობით, აშშ-ის დაზვერვის მონაცემებმა ისრაელს საშუალება მისცა, რომ აიათოლა ხამენეის რეზიდენციაზე დარტყმის ზუსტი დრო გაეთვალა.
„ეს ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ, დღისით განხორციელებული დარტყმა იყო. დარტყმა აშშ-ის დაზვერვის მხარდაჭერით განხორციელდა,“ - განაცხადა კეინმა.