ზელენსკი: ის, რაც ირანში ხდება, კარგი სიგნალია პუტინისთვის, ნახოს, როგორ სრულდება დიქტატურა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რანში განვითარებულმა მოვლენებმა რუსეთის, როგორც მოკავშირის, არაფრისმაქნისობა აჩვენა და ასევე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს დაანახა, თუ როგორ მთავრდება დიქტატურა. 


„ვფიქრობ, პუტინმა უკვე აჩვენა, თუ როგორი მოკავშირეა ის სირიაში, მაშინ როცა, პრინციპში, მათ ვერ მოახერხეს ასადის რეჟიმის დახმარებას. ჩემი აზრით, [რუსებმა] ახლაც აჩვენეს თავიანთი სისუსტე. ანუ, როგორც მოკავშირეები, ისინი არაფრის მაქნისები არიან.“ 

„ის, რაც ირანში ხდება, ვფიქრობ, კარგი სიგნალია პუტინისთვის, რომ ნახოს, როგორ სრულდება დიქტატურა,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.


ზელენსკიმ DW-ს კითხვებზე პასუხისას განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში გაჭიანურებულმა ომმა შესაძლოა, გავლენა მოახდინოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე.


მისივე თქმით, უკრაინა მუშაობს საკუთარი თავდაცვის წარმოების სტაბილური დაფინანსების უზრუნველსაყოფად,