ირანში მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში მეოთხე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ირანის მიერ განხორციელებული საწყისი იერიშების შედეგად მიყენებული მძიმე ჭრილობებისგან გარდაიცვალა.
„ძირითადი საბრძოლო ოპერაციები და ჩვენი საპასუხო ძალისხმევა გრძელდება,“ - აღნიშნულია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.