ქუვეითში აშშ-ის საელჩო შემდგომ შეტყობინებამდე დაიხურა. ინფორმაციას BBC-ი საელჩოს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
საელჩო გადაწყვეტილების მიზეზად რეგიონში არსებულ დაძაბულობას ასახელებს.
„გავაუქმეთ ყველა რეგულარული და საგანგებო საკონსულო შეხვედრა,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახლო აღმოსავლეთის ათზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის ქუვეითში, მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული სერიოზული რისკების გამო, კომერციული გზებით დატოვონ ქვეყნები, სადაც იმყოფებიან.
3მარტს,, აშშ-მ არასაგანგებო სამთავრობო პერსონალს და მათ ოჯახის წევრებს უბრძანა დაეტოვებინათ კატარი, ქუვეითი, ბაჰრეინი, ერაყი და იორდანია და ირანთან დაძაბულობის გამწვავების გამო, რეგიონში რამდენიმე დიპლომატიური მისია დახურა. საუდის არაბეთში აშშ-ის მისია 3 მარტს დრონით თავდასხმის შემდეგ დაიხურა, ჯიდაში, ერ-რიადსა და დაჰრანში მყოფ ამერიკელებს კი, თავშესაფარში ყოფნა ურჩიეს.