ისრაელელმა სამხედროებმა დღეს ირანის სახელმწიფო ტელევიზიის შენობას შეუტიეს.
ირანის ისლამური რესპუბლიკის მაუწყებლობის ხელმძღვანელმა პეიმან ჯებელიმ აღნიშნა, რომ ტელევიზიის შტაბ-ბინა აშშ-სა და ისრაელის სამიზნე გუშინ და ივნისში 12-დღიანი ომის დროსაც გახდა.
ჯებელიმ განაცხადა, რომ „მიღებული ზომების გამო, მაუწყებლობა ჩვეულებრივად გრძელდება.“
ისრაელის სამხედროებმა დაადასტურეს, რომ მათ სამაუწყებლო კომპლექსი დაბომბეს, როდესაც ახალი დარტყმები განახორციელეს „ირანის ტერორისტული რეჟიმის კუთვნილი სამიზნეების“ წინააღმდეგ.