აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდებს, „უსაფრთხოების სერიოზული რისკების“ გამო, კომერციული გზებით დაუყოვნებლივ დატოვონ ახლო აღმოსავლეთის ათზე მეტი ქვეყანა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
რეკომენდაცია ვრცელდება ბაჰრეინში, ეგვიპტეში, ირანში, ერაყში, ისრაელში, დასავლეთ სანაპიროზე, ღაზას სექტორში, იორდანიაში, ქუვეითში, ლიბანში, ომანში, კატარში, საუდის არაბეთში, სირიაში, არაბთა გაერთიანებული საამიროებსა და იემენში მყოფ მოქალაქეებზე.