წლების განმავლობაში, ჰორმუზის სრუტის დახურვის მუდმივმა საფრთხემ, სპარსეთის ყურის რეგიონში ნავთობის ექსპორტიორ ქვეყნებს, ალტერნატიული ექსპორტის მარშრუტების შემუშავებისკენ უბიძგა.
გარემოსდაცვითი უწყების მონაცემებით, საუდის არაბეთი 1200 კმ სიგრძის მილსადენს მართავს, რომელსაც დღეში 5 მილიონ ბარელამდე ნედლი ნავთობის ტრანსპორტირება შეუძლია.
წარსულში მან ასევე დროებით გადააკეთა ბუნებრივი აირის მილსადენი ნედლი ნავთობის ტრანსპორტირებისთვის.
არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, თავისი შიდა ნავთობის საბადოები, ომანის ყურეში მდებარე ფუჯაირას პორტს, სულ მცირე 1.5 მილიონი ბარელის დღიური გამტარუნარიანობის მილსადენის მეშვეობით დაუკავშირა.
ნავთობ გადამისამართება ალტერნატიული ინფრასტრუქტურის გავლით არის შესაძლებელი, რათა ჰორმუზის სრუტისთვის გვერდის ავლა მოხერხდეს, თუმცა Reuters-ის ინფორმაციით, მიწოდება დღეში 8–10 მილიონი ბარელით შემცირდება.
ცნობისთვის, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, ჰორმუზის სრუტეს სრულად აკონტროლებენ და ნებისმიერ გემს, რომელიც მის გავლას შეეცდება, რაკეტებით ან დრონებით დაზიანება ემუქრება.
თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 3 მარტს განაცხადა, რომ აშშ-ის საზღვაო ძალები, საჭიროების შემთხვევაში, ჰორმუზის სრუტეში ტანკერების ესკორტირებას დაიწყებს.