ირანში სკოლაზე დარტყმის შემთხვევას ვიძიებთ, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა.
მისი თქმით, აშშ „სამოქალაქო ობიექტებს არასდროს ურტყამს.“
„მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩვენ ამას ვიძიებთ,“ - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, დარტყმების შედეგად, სულ მცირე 168 ადამიანი დაიღუპა.