აბუ-დაბიში აფეთქებების ხმა ისმის. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
აფეთქება ზაიედის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს მოხდა.
არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, „საჰაერო თავდაცვის სისტემები რაკეტების საფრთხის წინააღმდეგ მოქმედებენ.“
საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისმის ბაჰრეინშიც.