აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ირანთან ომის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება ორმხრივი იქნება, რომელსაც ის ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად მიიღებს.
დონალდ ტრამპმა Times of Israel-ს განუცხადა, რომ ისრაელი ირანის მხრიდან განადგურებისგან მან და ნეთანიაჰუმ იხსნეს.
„ირანი აპირებდა ისრაელის და მის გარშემო ყველაფრის განადგურებას. ჩვენ ერთად ვიმუშავეთ. გავანადგურეთ ქვეყანა, რომელსაც ისრაელის განადგურება სურდა,“ - აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტს ჰკითხეს, გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, როდის უნდა დასრულდეს ომი მარტო მიიღებს, თუ ნეთანიაჰუსთან ერთად, რაზეც მან უპასუხა: „ვფიქრობ, ეს ორმხრივია, გარკვეულწილად. ჩვენ ვსაუბრობთ. გადაწყვეტილებას საჭირო დროს მივიღებ, მაგრამ ყველაფერი გათვალისწინებული იქნება.“