თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთის საჰაერო სივრცეში შევიდა, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში განლაგებული NATO-ს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის საშუალებებით გაანეიტრალეს.
სამინისტროს განმარტებით, საბრძოლო მასალის ნაწილი გაზიანტეპში დაუსახლებელ ტერიტორიას დაეცა და მსხვერპლი არ არის. უწყების განცხადებით, თურქეთი „დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და რეგიონულ სტაბილურობას“ და „ყველა საჭირო ზომა გადამწყვეტად და უყოყმანოდ იქნება მიღებული ჩვენი ქვეყნის ტერიტორიისა და საჰაერო სივრცის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ.“
„ჩვენ ასევე ვიმეორებთ, რომ ყველას ინტერესებშია, გაითვალისწინონ თურქეთის გაფრთხილებები ამ საკითხთან დაკავშირებით,“ - აღნიშნავს თურქეთს თავდაცვის უწყება.
28 თებერვალს, ისრაელმა და აშშ-მ ირანზე ერთობლივი თავდასხმა განახორციელეს.
თეირანმა საპასუხოდ ისრაელის, იორდანიის, ერაყისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების სამიზნეებზე დრონებითა და რაკეტებით მიიტანა იერიში.
თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ 4 მარტსაც განაცხადა, რომ ირანიდან თურქეთის საჰაერო სივრცისკენ გაშვებული ბალისტიკური რაკეტა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის თავზე NATO-ს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს.